ავტორიზაცია

ბარსელონას კამპ ნოუზე ვალენსიას მცველის წაყვანა სურს

ბარსელონას კამპ ნოუზე ვალენსიას მცველის წაყვანა სურს
თარიღი 29 მარ 2021, 18:50

„ბარსელონა“ ზაფხულში „ვალენსიას“ მცველის, ხოსე გაიას შეძებას შეეცდება.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ამჟამად გაია „ვალენსიასთან“ ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მოქმედი ხელშეკრულება მას გუნდთან 2023 წლამდე აკავშირებს.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, „ბარსელონა“ ფეხბურთელის „კამპ ნოუზე“ წამოყვანას შეეცდება.

Transfermarkt 25 წლის ესპანელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.