ხამესი: "ევერტონს რეალის და ბაიერნის დონეზე ასვლა შეუძლია"
„ევერტონის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, დარწმუნება გამოთქვა იმაში, რომ მის ამჟამინდელ გუნდს უმაღლეს დონეზე ასვლა შეუძლია.
„მე ყოველთვის მინდოდა ევროპის უდიდეს გუნდებში თამაში. მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ორ უმსხვილესში მაქვს ნათამაშები. ბევრი ჩემი ოცნება ახდა, მაგრამ როცა ეს ხდება, კიდევ უფრო მეტის სურვილი გიჩნდება. მე წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ.
ევერტონს რეალის და ბაიერნის დონეზე ასვლა შეუძლია, რატომაც არა? პირველ რიგში საჭიროა, რომ ჩემპიონატში ვიყოთ ტოპ-გუნდი. წინა ორი მატჩი არც ისე კარგად გაიმართა, მაგრამ ეს პრემიერ ლიგაა. აქ ყველა მატჩი ფინალივითაა, ნამდვილი ბრძოლა.“ - ციტირებს როდრიგესის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ევერტონამდე“, ევროპაში ხამესი „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა.