ავტორიზაცია

ანდორასთან მატჩში ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო

ანდორასთან მატჩში ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო
თარიღი 29 მარ 2021, 22:47

პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაულო სოუზამ უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრავმაზე ისაუბრა.

"რატომ შევცვალეთ რობერტი? მუხლზე ტკივილი იგრძნო, გადავწყვიტეთ გავფრთხილებოდით. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენად სერიოზულადაა ყველაფერი", - თქვა სპეციალისტმა.

პოლონეთი - ანდორა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის მომდევნო მატჩს პოლონელები 31 მარტს, ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ - შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.