ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ტრავმის გამო 10 დღეს იუქმებს

ლევანდოვსკი ტრავმის გამო 10 დღეს იუქმებს
თარიღი 29 მარ 2021, 22:57

"ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მუხლის ტრავმის გამო 10 დღემდე იუქმებს.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური პრესა ავრცელებს.

32 წლის ფორვარდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ეგიდით ანდორასთან (3:0) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის მომდევნო მატჩს პოლონელები 31 მარტს, ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ - შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.