სიტი აგუეროს შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო მიმდინარე სეზონის ბოლოს სხვა გუნდში გადავა.
Football Italia-ს თანახმად, "ქალაქელები" არგენტინელი ფორვარდის შემცვლელად განიხილავენ სამ კანდიდატურას, ესენი არიან:
ჰარი კეინი, რომელუ ლუკაკუ და ერლინგ ჰოლანდი. იგივე წყაროს მტკიცებით, "ლურჯების" სიაში პირველ ნომრად ნორვეგიელი წერია.
გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსია" თავის ახალგაზრდა შემტევს დაახლოებით 180 მილიონ ევროდ აფასებს.
ასევე იხილეთ: