ავტორიზაცია

პორტუ ჩელსის მცველის გამოსყიდვას არ აპირებს

პორტუ ჩელსის მცველის გამოსყიდვას არ აპირებს
თარიღი 30 მარ 2021, 15:09

„ჩელსის“ მცველი, მალანგ სარი, სეზონის ბოლოს „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება.

ამ სეზონს, ფრანგი ფეხბურთელი იჯარით „პორტუში“ ასპარეზობს, რომელიც მის გამოსყიდვას არ აპირებს და სარი სათამაშო წლის ბოლოს „ჩელსიში“ დაბრუნდება.

Transfermarkt მალანგს 14 მილიონ ევროდ აფასებს.

22 წლის ფეხბურთელი „ჩელსიმ“ ამ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მას შემდეგ რაც მას „ნიცასთან“ კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა მას გუნდში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და „პორტუს“ იჯარით მიაშურა.

ამ სეზონში, პორტუგალიურ გუნდში სარმა 20 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.