ავტორიზაცია

ოფიციალურად: პორტუს - ჩელსის დაპირისპირების ორივე მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება

ოფიციალურად: პორტუს - ჩელსის დაპირისპირების ორივე მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება
თარიღი 30 მარ 2021, 17:30

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების, „ჩელსი“ – „პორტუს“ ორივე მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ უეფას გადაწყვეტილებით, ორივე ეს მატჩი სევილიაში გაიმართება, კერძოდ კი „რამონ სანჩეს პისხუანზე“, რომელზეც საშინაო მატჩებს „სევილია“ ატარებს.

პირველი მატჩი, რომელშიც ნომინალური მასპინძელი „პორტუ“ იქნება, 7 აპრილს შედგება, საპასუხო კი - 13 აპრილს.

მატჩების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანა ქვეყნებს შორის კორონავირუსის გამო ფრენის აკრძალვებს უკავშირდება.