ავტორიზაცია

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სერია დასრულებულია - რამდენი ხანი ვერ გაჰქონდა რონალდუს ნაკრებში?

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სერია დასრულებულია - რამდენი ხანი ვერ გაჰქონდა რონალდუს ნაკრებში?
თარიღი 31 Mar 2021, 00:57

კრიშტიანუ რონალდუმ ლუქსემბურგთან მატჩში სანაკრებო მშრალი სერიის შეწყვეტა მოახერხა.

ჯგუფის აუთსაიდერის კარში გატანილი გოლით პორტუგალიელმა ნაკრებში 415-წუთიანი უგოლო სერია დაასრულა.

აქამდე, ამდენი წუთი უგოლოდ რონალდუს ნაკრებში ბოლოს 2012 წლის ივნისში ჰქონდა, რომელიც მან შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ეს სერია წინა მატჩში, უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯმა მას სერბეთთან აშკარა გოლი არ ჩაუთვალა.

მატჩებით რომ დავითვალოთ, რონალდუს ნაკრებში ზედიზედ 5 მატჩში არ ჰქონდა გატანილი - ეს შეხვედრები შემდეგ გუნდებთან მოდის:

საფრანგეთი (2), ხორვატია, აზერბაიჯანი და სერბეთი - კრიშტიანუმ ამ მატჩებში კარისკენ 27-ჯერ გაოსროლა, მაგრამ ვერცერთხელ მიზანში ვერ მოარტყა.

ასევე იხილეთ:

ორი არასაფეხბურთო ანგარიში და პორტუგალიის პირველი გამარჯვება