ნაკრებიდან გათავისუფლებამ გაამართლა: მაკარიძემ ესპანეთში კარგი მატჩი ჩაატარა

მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ალმერიას" თხოვნა გაითვალისწინა და მაკარიძე ნაკრებიდან გაათავისუფლა, რათა ესპანეთში მნიშვნელოვან მატჩებში ეთამაშა.
დღეს, გიორგი მაკარიძის "ალმერია" სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.
ქართველმა მეკარემ კარგი მატჩი ჩაატარა, ყვითელი ბარათი მიიიღო, თუმცა 3 სეივი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მაკარიძის "ალმერია" მესამე ადგილზეა და ახლოსაა ლა ლიგაში გადასასვლელად.