ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს კაპიტნის სამკლაური ადრეც დაუგდია ძირს - გავიხსენოთ ცნობილი ეპიზოდი

თარიღი 31 Mar 2021, 10:31

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს სერბეთთან შეხვედრაში 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს.

გოლის არჩათვლის შემდეგ, განრისხებულმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ვერ მოთოკა ემოციები და კაპიტნის სამკლაური ძირს დააგდო.

"წითელ-მწვანეების" ლიდერი აღნიშნული ჟესტის შემდეგ გააკრიტიკა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის ალესანდრო დელ პიერომ და ფერნანდო მეირამ.

საფეხბურთო სამყაროში არსებობს მოსაზრება, რომ "ევროპელი ბრაზილიელების" შვიდიანს საერთოდ უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა.

ცნობისთვის, პირენეელ ფორვარდს კაპიტნის სამკლაური ადრეც დაუგდია - 2010 წელი, ამხანაგური მატჩი ესპანეთთან, რომელშიც მას ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს.

რონალდუს განრისხება გამოიწვია ლუიშ ნანის თავურმა დარტყმამ, რადგან ის მომენტში თამაშგარეში იმყოფებოდა. პორტუგალიელი ვინგერი რომ არ შეხებოდა ბურთს, გოლი ჩაითვლებოდა.

ასევე იხილეთ:

"რონალდუს შეუფერებელმა საქციელმა გამაკვირვა", - დელ პიერო

VIDEO: ხელების ქნევა, მოსროლილი სამკლაური - ასე დატოვა გაცეცხლებულმა რონალდუმ მოედანი