ავტორიზაცია

VIDEO: ბერძნებსაც ჰყავთ თავისი კვარაცხელია - გავიცნოთ ხვიჩას მთავარი მეტოქე დღევანდელ მატჩში

თარიღი 31 მარ 2021, 10:54

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხება მოთამაშე, რომლის საფეხბურთო გზა ძალიან ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას განვლილ ნაბიჯებს.

თავად განსაჯეთ - საოცრად ტექნიკური და სწრაფი მარცხენა ვინგერი, რომლის სახელს ევროპის ტოპ-კლუბებს უკვე ახლა უკავშირებენ.

საუბარია ხრისტოს ცოლისის შესახებ. ქართველი გარემარბის მსგავსად, Transfermarkt-ი ბერძენ ფლანგელსაც 10 მილიონ ევროდ აფასებს.

"ლურჯ-თეთრების" შემტევის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" უკავშირებენ. ცნობისთვის, 19-წლის ვინგერი თამაშობს "პაოკში" და ის არის ნიკა ნინუას თანაგუნდელი. ელადელი გარემარბის უკეთ გაცნობა ვიდეოში შეგიძლიათ.

ასევე იხილეთ:

VIDEO: საქართველოს საუკეთესო მატჩი საბერძნეთთან - კოშმარული სტატისტიკის ერთადერთი ნათელი წერტილი

VIDEO: ვინ იყო საბერძნეთში მოთამაშე საუკეთესო ქართველი თავად ბერძნების აზრით?