ავტორიზაცია

ბარსელონა მარსელის ნახევარმცველით დაინტერესდა

ბარსელონა მარსელის ნახევარმცველით დაინტერესდა
თარიღი 31 მარ 2021, 14:05

"მარსელის" ნახევარმცველი, ბუბაქარ კამარა ზაფხულისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, წერს Todo Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფრანგის დამატებით კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანია დაინტერესებული.

"მარსელთან" ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში კამარამ 27 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე იხილეთ:

რამდენად რეალურია აგუეროს ბარსელონაში გადასვლა?