ავტორიზაცია

VIDEO: კვარაცხელიას გოლით, საქართველომ საბერძნეთიდან ქულა წამოიღო

თარიღი 01 აპრ 2021, 00:36

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო საბერძნეთს ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

75-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და მას ფეხი ოთარ კაკაბაძემ დაუხვედრა. ქართველმა მცველმა ბურთი უცნაური ტრაექტორიით საკუთარი კარისკენ გაგზავნა და ავტოგოლიც ჩაიწერა.

ზუსტად 3 წუთში, ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას ვერაფერი მოუხერხეს და შემტევმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთებში, სრული უპირატესობა საქართველოს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ვილი სანიოლის გუნდი 1 ქულას დასჯერდა.

VIDEO: კაკაბაძის უცნაური ავტოგოლი

VIDEO: კვარაცხელიას ულამაზესი მოძრაობა და ჩამოტოვებული მეტოქე!

VIDEO: კვარაცხელიას სასწაული რეიდი! - ხვიჩამ ნახევარი საბერძნეთი ჩამოიტოვა