"1 დღე გავიდა უკვე და პერესს კვარაცხელია ჯერ არ უყიდია?", - ესპანელი ჟურნალისტი

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ალფრედო დურო ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა.
სავარაუდოდ მას ჯერ 20 წლის შემტევის საბერძნეთთან თამაში არ უნახავს და შესაბამისად მხოლოდ ესპანეთზე გააკეთა კომენტარი.
როგორც იცით, კვარაცხელიამ 13 წუთში 2 ესპანელ ფეხბურთელს მიაღებინა ყვითელი ბარათი, შემდეგ კი გოლიც გაიტანა. ასევე, აღსანიშნავი იყო სერხიო ბუსკეტსთან პაექრობაც.
"უკვე 1 დღე გავიდა, რაც ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის წინააღმდეგ ეფექტური თამაში წარმოაჩინა და ფლორენტინო პერესს ის ჯერ არ დაუმატებია?", - წერს ალფრედო დურო, რომელიც წარსულში MARCA-ში მუშაობდა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა, რითიც ის ევროპაში საუკეთესოა