ავტორიზაცია

"გრიზმანი და დემბელე ბარსელონას დონის ფეხბურთელები არ არიან", - დომენეკი

"გრიზმანი და დემბელე ბარსელონას დონის ფეხბურთელები არ არიან", - დომენეკი
თარიღი 01 აპრ 2021, 11:30

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონდ დომენეკმა ანტუან გრიზმანისა და ოსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა:

"გრიზმანი არ არის ის მებრძოლი ფეხბურთელი, რომელსაც ატლეტიკოში ვხედავდით. ახლა, ბარსელონაში ის სულ სხვა მოთამაშეა, ცუდი გაგებით.

რაც შეეხება დემბელეს, მას არ აქვს ჩემპიონის აზროვნება და არც მესის ან თუნდაც რონალდუს მტკიცე ხასიათი. ეს ოსმანის სისუსტეა.

ისინი არ აჩვენებენ იმ დონისა და ხარისხის ფეხბურთს, რომელიც ბლაუგრანას შეეფერება", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა თავკაცმა.

ასევე იხილეთ:

რაზე ვერ უთანხმდება ბარსელონა გრიზმანს?