ავტორიზაცია

"კვარაცხელიას დიბალაში გავცვლი!", - რუბინის დირექტორი

"კვარაცხელიას დიბალაში გავცვლი!", - რუბინის დირექტორი
თარიღი 01 აპრ 2021, 13:58

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელიას გაყიდვა არ არის ჩვენი მიზანი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუბინი მიიღებს ღირსეულ წინადადებას, განხილვისთვის მზად ვიქნებით.

ქართველი ვინგერი არის ძალიან ახალგაზრდა, მან პრაქტიკულად გუშინ მოიხსნა სკოლის ჩანთა და აქედან გამომდინარე, მოთმინება უნდა ვიქონიოთ.

ხვიჩას შემდეგ სეზონში შენარჩუნებისთვის გავაკეთებ ყველაფერს, თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ის გაისადაც ყაზანში იქნება.

რა ღირს ჩვენი გუნდის გარემარბი და მოერევიან თუ არა ევროპული კლუბები მის ტრანსფერს ფინანსურად? კვარაცხელიას დიბალაში გავცვლი!", - იხუმრა რუსმა ფუნქციონერმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფლანგელის სახელს უკავშირებენ სერია ა-ს გრანდებს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას".

ასევე იხილეთ:

ბუსკეტსი, იბრა და სხვები - ხვიჩა კვარაცხელია პირველი 3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის

VIDEO: კვარაცხელიას ყველა მომენტი საბერძნეთთან მატჩში