ავტორიზაცია

როდრიგომ ლიდსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს უპასუხა

როდრიგომ ლიდსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს უპასუხა
თარიღი 01 აპრ 2021, 23:17

"ლიდსის" თავდამსხმელმა, როდრიგო მორენომ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

"მინდა განვმარტო - საუბრები იმაზე, რომ "ლიდსიდან" წასვლა მინდა და მარსელო ბიელსასთან კონფლიქტი მაქვს - სიცრუეა. ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩვენს გულშემატკივრებს დეზინფორმაციას აწვდის".

"გუნდში ბედნიერი ვარ, "ლიდსში" ყოფნა მომწონს, მწვრთნელს პატივს ვცემ და საკუთარ თავს ამ კლუბს ვუკავშირებ", - წერს როდრიგო სოციალურ ქსელში.

როდრიგო მორენო "ლიდსში" "ვალენსიადან" 2020 წლის აგვისტოში 30 მილიონ ევროდ გადავიდა. 30 წლის ესპანელმა ამ დროის განმავლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.