მანჩესტერ იუნაიტედი ლილის მცველით ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლილის" მცველ სვენ ბოტმანით ინტერესდება, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ზაფხულისთვის "ეშმაკუნების" სატრანსფერო სამიზნეთა სიაშია.
როგორც აქამდე დაიწერა, ბოტმანიისადმი ყურადღებას სხვა ინგლისური გრანდიც იჩენს - "ლივერპული".
"ლილში" ახალგაზრდა მცველი გასული წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში 29 მატჩი ჩაატარა.