ცხადაძემ საქართველოს ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი გამოარჩია

ქართველმა სპეციალისტმა კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი გამოარჩია.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა მარტის თვეში 3 მატჩი გამართა, 2 წააგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
"სტატისტიკური მონაცემები რომ ვნახოთ, ამ სამ მატჩში საუკეთესო კაშია იყო – ორთაბრძოლებში, ჩაჭრებში…
რა თქმა უნდა, კვარაცხელიაზე არაფერს ვამბობ, ეს ბიჭი ფენომენია. სანიოლმა ზივზივაძეს ესპანეთთან შანსი მისცა და კარგია, რომ არ შეცვალა და საბერძნეთთანაც ენდო.“, - განაცხადა ცხადაძემ.