ავტორიზაცია

VIDEO: საზარელი კადრები - მთვრალმა ინტერის ექს-მოთამაშემ ცემა საკუთარი მამა და პოლიციას ბრძოლა გამოუცხადა

თარიღი 02 Apr 2021, 10:21

მილანის "ინტერის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ფრედი გუარინი დიდი სკანდალში გაეხვა. კოლუმბიელ ჰავბეკს ოჯახური ძალადობა ედება ბრალათ.

საქმე ისაა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა "ნერაძურის" ექს-შუახაზელმა ცემა საკუთარი მამა, შემდეგ კი მან პოლიციას ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა.

სამართალდამცველებმა მოგვიანებით მაინც დააკავეს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

34-წლის ნახევარმცველს თავისი კარიერის განმავლობაში უთამაშია "შავ-ლურჯებში", "პორტოში", "სენტ-ეტიენში", "ბოკა ხუნიორსში" და "ვასკო და გამაში".

გუარინის ამჟამინდელი გუნდი არის "მილიონარიოსი", რომლის შემადგენლობაში ის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა.

ასევე იხილეთ

VIDEO: ჩაწყობილი პენალტი, რომელიც სერბ მსაჯს თავისუფლების აღკვეთად და კარიერის დანგრევად დაუჯდა

VIDEO: გოლი-შედევრი ლიხტენშტეინიდან, თანაც პირდაპირ კუთხურიდან!