"სეზონის ყველაზე მძიმე მარცხი ბენევენტოსთან განვიცადეთ", - კუადრადო

ტურინის "იუვენტუსის" უნივერსალმა ვინგერმა, ხუან კუადრადომ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"საერთაშორისო სანაკრებო შესვენება დაიწყო არც ისე კარგი განწყობით, რადგან უკანასკნელ შეხვედრაში ბენევენტოსთან წავაგეთ.
სწორედ ეს არის მიმდინარე სეზონის ყველაზე მძიმე წაგება, რადგან მოულოდნელი იყო. ყველაფრის გამოსწორებას ვცდილობთ".
შეგახსენებთ, შაბათს, 4 აპრილს "ბებერი ქალბატონი" დაუპირისპირდება მეზობელ "ტორინოს" სერია ა-ს მორიგი ტურის ფარგლებში.
ასევე იხილეთ:
მარტივია თუ არა რონალდუსთვის - ნომრის დათმობა? - კუადრადოს პასუხი