ხამესი: "რომ არა ანჩელოტი, ევერტონში არ გადმოვიდოდი"
„ევერტონის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, აღიარა, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან იყო ახლოს.
„ატლეტიკოსთან ახლოს ვიყავი, დიეგო სიმეონესაც ველაპარაკე. მან მითხრა, რომ შემიძლია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი გავხდე, მაგრამ „რეალმა“ არ გამიშვა.
ფლორენტინო პერესმა იცოდა, რომ ზიდანის გუნდში ბევრს არ ვითამაშებდი, ეს ძალიან ცუდი წელი იყო. „ევერტონში“ გადმოსვლის შემდეგ მინდოდა დამტკიცება, თუ რა შემიძლია. სიმართლე რომ ვთქვა, რომ არა ანჩელოტი, აქ არ გადმოვიდოდი.
ის ფაქტი, რომ კარლო „ევერტონში“ მუშაობს, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.“ - ციტირებს ხამესის სიტყვებს ESPN Colombia.
„რეალის“ ექს-ფეხბურთელი „ევერტონში“ ამ სეზონის სტარტზე გადავიდა, მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.