ავტორიზაცია

VIDEO: სამტრედიამ სეზონის პირველი მატჩი მოიგო!

თარიღი 02 აპრ 2021, 17:02

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ერთმანეთს წყლტუბოს "სამგურალი" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ.

ამ მატჩამდე, არცერთ გუნდს მიმდინარე სეზონში მოგება საერთოდ არ ჰქონდა.

25-ე წუთზე სამტრედიელთა კარისკენ პენალტი დაინიშნა, რომელიც კულუამ მოიგერია.

მოგერიებული პენალტის შემდეგ კი "სამტრედია" უპირატესობსა დაეუფლა.

71-ე წუთზე მათე კვირკვიმ წყალტუბოელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:1.