ავტორიზაცია

ფულადი ჯარიმა და მატჩიდან მოკვეთა! იუვენტუსმა სამი ფეხბურთელი დასაჯა, მათ შორის - დიბალაც

ფულადი ჯარიმა და მატჩიდან მოკვეთა! იუვენტუსმა სამი ფეხბურთელი დასაჯა, მათ შორის - დიბალაც
თარიღი 02 Apr 2021, 17:13

„იუვენტუსმა“ თავის ფეხბურთელები დასაჯა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ტურინული გუნდის სამმა ფეხბურთელმა, უესტონ მაკკენიმ, პაულო დიბალამ და არტურმა კორონავირუსის რეგულაციები არაფრად ჩააგდეს და ამერიკელი ნახევარმცველის სახლში წვეულება გამართეს.

ამის გამო, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ვერცერთი მათგანი „ტორინოს“ წინააღმდეგ გასამართ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, ტურინულ დერბის გამოტოვებს მერიჰ დემირალიც, რომელსაც თურქეთის ნაკრებში ყოფნისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტურინული დერბი ხვალ, 3 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.