ავტორიზაცია

ტრანსფერი ახლოვდება - იუვენტუსი მილიკს ვერ ივიწყებს

ტრანსფერი ახლოვდება - იუვენტუსი მილიკს ვერ ივიწყებს
თარიღი 02 აპრ 2021, 18:59

ტურინის „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ დაინტერესებულია 27 წლის ფორვარდის, არკადიუშ მილიკის შეძენით.

ამჟამად, პოლონელი იჯარით „მარსელში“ ასპარეზობს, მისი კონტრაქტი კი „ნაპოლის“ ეკუთვნის.

„მარსელში“ იჯარით გადასვლამდე, მილიკმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა, რათა იტალიელებს ის ზაფხულში უფასოდ არ დაეკარგათ, „მარსელმა“ კი ის 18 თვით ინათხოვრა და 8 მილიონად მისი გამოსყიდვის ვალდებულება ითავა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, მილიკის „მარსელში“ გადასვლა - დროებითი ნაბიჯია და საბოლოოდ, არკადიუში „იუვენტუსში“ გადავა, რომელიც მის შეძენას 2019 წლიდან ცდილობს. საქმე ისაა, რომ „მარსელთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ჩაწერილია გამოსასყიდი თანხა - 12 მილიონი ევროს სახით. 

ტურინელები აპირებენ, რომ ზაფხულში ეს თანხა გადაიხადონ და ფეხბურთელი თავისთან წაიყვანონ.