ავტორიზაცია

ოლიმპიაკოსი არსენალის თავდამსხმელს უმიზნებს

ოლიმპიაკოსი არსენალის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 02 აპრ 2021, 21:00

"არსენალის" თავდამსხმელი, რის ნელსონი შესაძლოა "ოლიმპიაკოსში" გადავიდეს, წერს Football.london.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, 21 წლის ინგლისელი 2021 წლის ზაფხულში ბერძნულ გუნდში იჯარით ჩაირიცხოს.

2020/21 წლების სეზონში ნელსონმა "მეთოფეთა" რიგებში 9 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არსენალის" ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.