მილიკი ზაფხულში მარსელს დატოვებს და სერია ა-ში დაბრუნდება
"მარსელის" თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს, წერს L'Equipe.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფი 27 წლის პოლონელი იტალიაში დაბრუნდება.
როგორც აღინიშნება, ნეაპოლელთა ფეხბურთელით "იუვენტუსი" ინტერესდება.
მილიკი "მარსელში" 2021 წლის იანვარში გადავიდა. მის ანგარიშზე ჩატარებულ 8 მატჩში გატანილი 4 გოლია.