ავტორიზაცია

აიაქსი დოპინგზე დისკვალიფიცირებულ მეკარეს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს

აიაქსი დოპინგზე დისკვალიფიცირებულ მეკარეს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს
თარიღი 02 აპრ 2021, 21:25

"აიაქსმა" გოლკიპერ ანდრე ონანას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, წერს De Telegraaf.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 25 წლის კამერუნელს თანამშრომლობის 2024 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელებას სთავაზობს.

2020/21 წლების სეზონში ონანამ "აიაქსის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

2021 წლის თებერვალში აფრიკელი კარის დარაჯი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მის დოპინგ ტესტში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს - ფუროსემიდი.