"ჯერ არ ვიცით არის თუ არა მზად", - ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო?
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე კვირას სავარჯიშო სესიები გამოტოვა.
მან არ დაადასტურა თუ რა მიზეზით მოხდა ეს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქართველმა შემტევმა ისევ ტრავმა მიიღო.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ მან გუშინ განაახლა ვარჯიში, თუმცა მომდევნო ტურში თამაში საეჭვოა.
"სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე ისევ არ ვარჯიშობდა, თუმცა გუშინ დაგვიბრუნდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცით იქნება თუ არა ის მომდევნო მატჩისთვის მზად", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
შაბათს, "გენტი" "სტანდარდს" ხვდება და სავარაუდოდ ქართველი შემტევი სასტარტო 11-ეულში არ იქნება.
2020-2021 წლების სეზონში, ჩაკვეტაძემ "გენტის" რიგებში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.
21 წლის შემტევი, სანაკრებო პაუზის დროს მწყობრში ჩადგა და 2 ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა როგორც ჩანს მისი მდგომარეობა ამის შემდეგ შეიცვალა.
VIDEO: გადაცემა ჩაკვეტაძეს და ავტოგოლი საჯარიმოს გარედან - კურიოზი ქართველის გენტის მატჩიდან
VIDEO: ჩაკვეტაძის მაკრატელა პასი ვარჯიშიდან - ქართველი 100%-ით მზად არის