მამუჩაშვილის გასროლა, კაშიას სადებიუტო გოლი დ ფრე გორში [VIDEO]
ეროვნული ლიგის ტურის ცენტრლური მატჩი გორში, "ლოკომოტივსა" და "დინამო ბათუმს" შორის შედგა.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორეული საჯარიმო დარტყმით გახსნა.
ამის შემდეგ, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და "ლოკომ" ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობას "დინამო ბათუმი" ფლობდა, თუმცა მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო, მეტოქეს გოლი აღარ გაატანინა და მატჩი 1:1 დასრულდა.
ამ ფრით ბათუმელებმა 12 ქულა დააგროვეს, "ლოკომოტივს" კი 11 ქულა აქვს.