ავტორიზაცია

იუვენტუსის ფეხბურთელი ბარსელონასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

იუვენტუსის ფეხბურთელი ბარსელონასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 03 აპრ 2021, 17:13

„ბარსელონამ“ ზაფხულში შესაძლოა იტალიური „იუვენტუსის“ ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო დაიმატოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი „ბარსელონათან“ მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა.

რაბიოსა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, თუმცა „იუვე“ მზადაა, ფეხბურთელი 32 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

მიმდინარე სეზონში რაბიომ 35 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.