ტუხელის პირველი მარცხი - ჩელსი აუთსაიდერთან განადგურდა [VIDEO]
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში „ჩელსი“ შინ „ვესტ ბრომვითან“ 2:5 დამარცხდა.
ანგარიში 27-ე წუთზე, კრისტიან პულიშიჩმა გახსნა და „ჩელსი“ დააწინაურა, თუმცა, 29-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა ტიაგო სილვამ და „ჩელსი“ 10 კაცით დარჩა.
ტაიმის მიწურვამდე, სტუმართა ფეხბურთელმა პერეირამ 45+2 და 45+4 წუთებზე ორი გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი „ვესტ ბრომვიჩმა“ 2:1 მოიგო.
მეორე ტაიმში რობინსონის და დიანეს გოლებით „ვესტ ბრომვიჩმა“ ანგარიშ გამანადგურებელი გახადა, 71-ე წუთზე მეისონ მაუნტმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი „ჩელსიმ“ ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.
აღნიშნული მარცხი თომას ტუხელისთვის „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი აღმოჩნდა.
„ჩელსის“ ანგარიშზე 51 ქულაა და გუნდი ჯერჯერობით მე-4 პოზიციას იკავებს, „ვესტ ბრომვიჩმა“ კი 21 ქულა დააგროვა და მე-19 პოზიციაზე რჩება.