ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში ეჭვი ეპარება და ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა

„ბარსელონა“ „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ამუშავებას აპირებს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, გუნდისთვის პრიორიტეტული „ბორუსიას“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია. თუმცა, ტრანსფერი ძალიან რთულად შესასრულებელს ჰგავს.
გარდა ნორვეგიელის მაღალი ფასისა, მის შეძენას ართულებს ისიც, რომ ფეხბურთელის შეძენა „ბარსას“ გარდა კიდევ არაერთ ევროპულ გრანდს სურს.
სწორედ ამის გამო, „ბარსელონასთვის“ პრიორიტეტული ლაუტარო მარტინესის ტრანსფერია, რომელიც გუნდს შედარებით იაფი უნდა დაუჯდეს.