ავტორიზაცია

მილიკისთვის ბრძოლაში ტოტენჰემს სერიოზული კონკურენტი ჰყავს

მილიკისთვის ბრძოლაში ტოტენჰემს სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 03 აპრ 2021, 21:22

"იუვენტუსს" "მარსელის" თავდამსხმელ არკადიუშ მილიკისთვის ბრძოლაში "ატლეტიკო" გაუწევს კონკურენციას, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა შეიძლება 27 წლის პოლონელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 12 მილიონ ევროდ დაიმატოს.

მილიკი "მარსელში" 2021 წლის იანვარში "ნაპოლიდან" იჯარის წესით გადავიდა. როგორც იუწყებიან, იტალიური კლუბი არ არის გამორიცხული ფეხბურთელის გაშვებას 8-10 მილიონის სანაცვლოდ დათანხმდეს.

2020/21 წლების სეზონში მილიკმა "მარსელის" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.