კვარაცხელიას კომენტარი დღევანდელ მატჩში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ
"რუბინის" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "სოჭთან" (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"დადებითი ემოციები, გუნდმა გაიმარჯვა. კარგი გოლი გავიტანე, ჩემთვის მაგარია. სლუცკიმ მატჩის წინ მითხრა, რომ გავიტანდი, ეს გავაკეთე. გასახდელში პოზიტიური ატმოსფერო იყო, ნამდვილი ოჯახი ვართ".
"მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სასტარტოში არ ვიქნებოდი, რათა დამესვენა. არ ვიცი, რატომ გამაქვს ამდენი. ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ საშუალებას მაძლევს", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს რუსული პრესა.
რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის "რუბინმა" "სოჭს" უმასპინძლა. შეხვედრა ყაზანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მოედანზე შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ გაიტანა.
ასევე იხილეთ: