ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
თარიღი 03 აპრ 2021, 22:50

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრები დასრულდა. მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

ცენტრალური მატჩი გორში შედგა, სადაც "დინამო ბათუმი" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე გურამ კაშია იყო, რომელმაც გოლი გაიტანა და დაცვაში დამაჯერებელი იყო.

სეზონის პირველი მატჩი "სამტრედიამ" მათე კვირკვიას ერთადერთი გოლით მოიგო. სამტრედიელთა მხრიდან საუკეთესოთა შორის სწორედ კვირკვია, კულუა და ერაძე მოხვდნენ. კულუამ პენალტი მოიგერია და მთელი თამაში დამაჯერებელი იყო, ახალგაზრდა ზურაბ ერაძემ კი ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პენალტი აიკიდა, პოზიციურად კარგად იდგა, მეორე სართულზეც ზუსტი იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ "სამტრედიამ" გოლი არ გაუშვა.

"დინამო თბილისმა" გორის "დილა" ნიკა გაგნიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა, "ტორპედო" 'შუქურასა" და "საბურთალო" "თელავის" დაპირისპირება კი უგოლოდ დასრულდა.