ავტორიზაცია

ვესტ ჰემის ისტორიაში (!) საუკეთესო შედეგი - ლინგარდი ჩაქუჩებში დაფრინავს

ვესტ ჰემის ისტორიაში (!) საუკეთესო შედეგი - ლინგარდი ჩაქუჩებში დაფრინავს
თარიღი 04 აპრ 2021, 12:49

ინგლისელმა ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი, „ვესტ ჰემის“ ისტორიაში შედეგიანობის რეკორდსმენი გახდა.

ფეხბურთელს ამ გუნდის მაისურით გოლის ან საგოლე გადაცემის გასაფორმებლად საშუალოდ 88 წუთი სჭირდება. Opta-ს ინფორმაციით, ეს არის საუკეთესო შეფარდება, რომელიც „ვესტ ჰემის“ რომელიმე ფეხბურთელს ერთ სეზონში დაუფიქსირებია.

ამ მაჩვენებლით ლინგარდი კლუბის ლეგენდას, პაულო დი კანიოსაც სჯობს. ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით, რისთვისაც ინგლისელს 617 წუთი დასჭირდა, ის დი კანიოს მიერ 1999/2000-წლების სეზონში დაფიქსირებულ შედეგს ასწრებს, რომელიც გოლი+პასის სისტემით ყოველ 90 წუთში ერთ საგოლე ქმედებაში იღებდა მონაწილეობას.

28 წლის ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრებაა და „ჩაქუჩების“ რიგებში იჯარით ასპარეზოს.