ავტორიზაცია

დორტმუნდი ჰოლანდის შენარჩუნებას კიდევ მინიმუმ ერთი წლით შეეცდება - თუმცა, არის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი

დორტმუნდი ჰოლანდის შენარჩუნებას კიდევ მინიმუმ ერთი წლით შეეცდება - თუმცა, არის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი
თარიღი 04 Apr 2021, 12:52

დორტმუნდის „ბორუსია“ ნორვეგიელი ფორვარდის, ერლიმგ ჰოლანდის კიდევ მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნებას შეეცდება.

ინფორმაციას თავის პირად ტვიტერ-ექაუნთში სატრანსფერო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისი თქმით, ამის გაკეთება „ბორუსიას“ გაცილებით გაუჭირდება, თუ გუნდი სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხებს გასვლას. ამ ეტაპზე, „ფუტკრები“ მე-5 პოზიციას იკავებენ და საჩემპიონთა ლიგო ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან.

როგორც პრესაში იწერება, ერლინგ ჰოლანდის მამამ, „რეალის“ აღმასრულებელ დირექტორ, ხოსე ანხელ სანჩესთან საუბარში აღნიშნა, რომ მის შვილს მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა.