მორიგი ქართველი ტოპ-ჩემპიონატში! დინამო თბილისის ფეხბურთელი პორტუში გადადის
მორიგი ქართველი ფეხბურთელი პრესტიჟულ ჩემპიონატში.
„დინამო თბილისის“ 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი, კარიერას პორტუგალიურ „პორტუში“ გააგრძელებს.
ადგილობრივი Record-ის ინფორმაციით, გასულ თვეში „პორტუს“ სინჯებზე აბუაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდმა მისი დატოვება გადაწყვიტა.
ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, აბუაშვილი“ „პორტუს“ ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხება და პროფესიონალური კარიერის პირველ დიდ ნაბიჯებსაც სწორად იქ გადადგამს.
აბუაშვილი 2003 წელს არის დაბადებული, Transfermarkt მის ღირებულებას 200 ათას ევროდ აფასებს.