ავტორიზაცია

"ბარსელონაში გადასვლა არ მინდოდა", - კატალონიური გუნდის ყოფილი მცველი

"ბარსელონაში გადასვლა არ მინდოდა", - კატალონიური გუნდის ყოფილი მცველი
თარიღი 04 აპრ 2021, 16:20

„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ჟერემი მატიემ, კატალონიურ გუნდში ტრანსფერი გაიხსენა.

ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში „ვალენსიადან“ გადავიდა.

„ბარსელონაში გადასვლა არ მინდოდა. მათ დამიძახეს მაშინ, როცა „ვალენსიას“ კაპიტანი ვიყავი, ცხოვრებით ვტკბებოდი და საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი: „ვაპირებ თუ არა ამ კლუბში სათადარიგოთა სკამი ვხეხო?“

როცა „ბარსელონასგან“ კონტრაქტი მივიღე, „ვალენსიას“ უფროსობასთან მივედი და ვუთხარი: „თუ ახლა რაც მაქვს იმაზე მეტს გადამიხდით, მაგრამ „ბარსელონაზე“ ნაკლებს - მაინც დავრჩები, უბრალოდ, გამიზარდეთ ხელფასი.“

კონტრაქტი გუნდის სპორტულ დირექტორს, ფრანსისკო რუფეტეს ვანახე, რაზეც მან მიპასუხა, რომ წესით, პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენ პრეზიდენტს შევხვდით, მაგრამ მან უარი თქვა. რუფეტე ამას ვერ იჯერებდა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ მივდივარ.

ვის წინააღმდეგ მიჭრდა თამაში ყველაზე მეტად? დიეგო კოშტას. ის პატარა ბიძგებს ასრულებს, რათა თამაშგარეში დაგტოვოს. ხან ფეხზე გაბიჯებს, ბოდიშს გიხდით და ეგრევე იგივეს იმეორებს. საბოლოოდ, ის იმდენად გღლის, რომ ბოლო-ბოლო შენც პასუხობ და ყვითელ ბარათს იღებ.“ - ციტირებს მატიეს სიტყვებს Marca.