ავტორიზაცია

ფონსეკა და ლამპარდი პრემიერ ლიგის კლუბის გაწვრთნის კანდიდატები არიან

ფონსეკა და ლამპარდი პრემიერ ლიგის კლუბის გაწვრთნის კანდიდატები არიან
თარიღი 04 აპრ 2021, 22:20

"რომას" მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა და "ჩელსის" ექს-თავაკცი, ფრენკ ლამპარდი "კრისტალ პალასის" ჩაბარების კანდიდატები არიან, წერს Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა 73 წლის როი ჰოჯსონთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ახალი სპეციალისტის ძიებას უკვე შეუდგა.

გარდა ფონსეკასა და ლამპარდისა, "არწივების" გაწვრთნის კანდიდატებად შონ დაიჩი ("ბარნლი") და სტივ კუპერი ("სუონსი") განიხილებიან.

29 ტურის შემდეგ, "კრისტალ პალასი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.