ავტორიზაცია

3 გოლი, 1 წითელი - ქართველი ლეგიონერების მონაგარი გასულ უიქენდზე

3 გოლი, 1 წითელი - ქართველი ლეგიონერების მონაგარი გასულ უიქენდზე
თარიღი 05 აპრ 2021, 10:12

გასულ უიქენდზე სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებულმა ქართველმა ლეგიონერებმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი საოცრება შემოგვთავაზა და ულამაზესი გოლი გაიტანა. "რუბინი" "სოჭის" შინ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე იყო, მეორე ტაიმში შევიდა და გუნდს მოაგებინა.

მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. უნგრეთის ჩემპიონატში ბერიძის "იუპიეშტი" "ჰონვედს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. ბერიძემ 80 წუთი ითამაშა და 25-ე წუთზე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 10 გატანილი ბურთია.

გუშინ, კიდევ ერთი უნგრული გოლი ვიხილეთ. მოქმედი ჩემპიონი "ფერენცვაროში" "ბუდაფოკის" დაუპირისპირდა და 0:4 გაანადგურა. მოგებული გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ხარაიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და "ფერენცვაროშის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

გოლებთან ერთად, ვიხილეთ გაძევებაც. ავსტრიის ჩემპიონატში "ვოლფსბერგერმა" სრული კრახი განიცადა და "რაპიდთან" 1:8 განადგურდა. სამწუხაროდ, ასეთი მარცხი ქართველი მცველის ლუკა ლოჩოშვილის წითელმა გამოიწვია, რომელიც უხეში თამაშის გამო მოედნიდან 29-ე წუთზე გააძევეს.

 

გოოოოლ! - კვარაცხელიას ულამაზესი გოლი რუბინში

ბრწყინვალე შესრულება - ბერიძემ უნგრეთში მე-10 გოლი გაიტანა

გიორგი ხარაიშვილმა ფერენცვაროშში სადებიუტო გოლი გაიტანა