ავტორიზაცია

კეინის უნიკალური რეკორდი პრემიერ ლიგაში

კეინის უნიკალური რეკორდი პრემიერ ლიგაში
თარიღი 05 აპრ 2021, 10:34

როგორც მოგეხსენებათ, "ნიუკასლ იუნაიტედისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, ანგარიშით 2:2.

"ჰოტსპურის" მხრიდან ორივე გოლი გაიტანა ჰარი კეინმა, რომელმაც პრემიერ ლიგაში მართლაც რომ საოცარი მიღწევა დააფიქსირა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა "დეზების" მაისურით ეპლ-ის 120 გასვლით მატჩში გაიტანა 84 გოლი - რეკორდი ინგლისის ჩემპიონატში ერთი გუნდით სტუმრად გატანილი გოლებიხ მხრივ.

რაც შეეხება "სპურსის" ლიდერის ზოგად სტატისტიკას, 328 შეხვედრა, 217 გოლი. სწორედ ამდენი გოლი გაიტანა "მამლების" 10-იანმა თავის ამჟამინდელ გუნდში.

ასევე იხილეთ:

"კეინს ტოტენჰემის დატოვებას ვურჩევ", - დეფო