ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი

პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი
თარიღი 05 აპრ 2021, 10:44

"ნიუკასლ იუნაიტედის" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერს, ჰარი კეინს პრემიერ ლიგაში 162 გოლი დაუგროვდა.

ინგლისელი თავდამსხმელი გაუთანაბრდა ჟერმეინ დეფოს და კიდევ ერთი ბურთის შემთხვევაში, ის რობი ფაულერსაც გაუტოლდება.

ეპლ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არის "კაჭკაჭების" ცოცხალი ლეგენდა, ალან შირერი, რომლის ანგარიშზე 260 გოლი ფიქსირდება.

როგორც ვხედავთ, "დეზების" აღზრდილს საკულტო თანამემამულე ფორვარდამდე აშორებს 98 ბურთი. სრული ათეული ასეთია:

1. ალან შირერი - 260

2. უეინ რუნი - 208

3. ენდი კოული - 187

4. სერხიო აგუერო - 181

5. ფრენკ ლამპარდი - 177

6. ტიერი ანრი - 175

7. რობი ფაულერი - 163

8. ჰარი კეინი - 162

9. ჟერმეინ დეფო - 162

10. მაიკლ ოუენი - 150

ასევე იხილეთ:

კეინის უნიკალური რეკორდი პრემიერ ლიგაში