ავტორიზაცია

ლესტერი სელტიკის ნახევარმცველით ინტერესდება

ლესტერი სელტიკის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 05 აპრ 2021, 12:16

"სელტიკის" ნახევარმცველმა, კალუმ მაკგრეგორმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის შოტლანდიელისთვის "ლესტერი" იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ "მელიების" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი მაკგრეგორთან ერთად სწორედ გლაზგოურ კლუბში მუშაობდა.

მაკგრეგორი "სელტიკის" აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.