ავტორიზაცია

"ქულების გამომუშავება გაგვიჭირდა", - სოლსკიაერმა ბრაიტონთან მატჩის შედეგი შეაფასა

"ქულების გამომუშავება გაგვიჭირდა", - სოლსკიაერმა ბრაიტონთან მატჩის შედეგი შეაფასა
თარიღი 05 აპრ 2021, 12:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ბრაიტონთან" (2:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ბრაიტონთან" თამაში ყოველთვის რთულია. კარგი შედეგები გვქონდა, ქულების გამომუშავება გაგვიჭირდა".

"უელბეკი რეზერვებში იყო, როცა მწვრთნელი ვიყავი. მას დიდი ტალანტი აქვს. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ყველა ტრავმის შემდეგ ფეხბურთს კვლავ თამაშობს", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს BBC.

30 ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 14 ქულით ჩამორჩება.

8 აპრილს, სოლსკიაერის შეგირდები ევროპა ლიგაზე პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში "გრანადას" დაუპირისპირდებიან.