ავტორიზაცია

ტიაგო ამ სეზონში ლივერპულის წარუმატებელ სერიას ეხმაურება

ტიაგო ამ სეზონში ლივერპულის წარუმატებელ სერიას ეხმაურება
თარიღი 05 აპრ 2021, 12:35

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კლუბის წარუმატებელ ასპარეზობაზე კომენტარი გააკეთა.

"უკვე ბევრი ისეთი მატჩი ჩავატარეთ, რომლებშიც "ლივერპული" მარცხს არ იმსახურებდა, სამი ქულის ვერაღება ხშირად უსიამოვნო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ასეთია ფეხბურთი, სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო მატჩს".

"კლოპის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში წარმოუდგენელია. ბევრს ისწავლი, თამაშის განსხვავებულ მეთოდს უნდა შეეგუო, რომელიც მე ძალიან მომწონს", - ციტირებს ალკანტარას სიტყვებს Goal.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ესპანელმა "ლივერპულის" რიგებში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.