ზიდანი: "არასაკმარისად გვაფასებენ, ჩემს გუნდს ერთი დიდი დადებითი თვისება აქვს"
„რეალის“ მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ლივერპულთან“ მოახლოვებულ პირველ მატჩზე ისაუბრა.
მატჩი ხვალ, 6 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.
„ვფიქრობ, ჩვენ ნაადრევად, არასათანადოდ გვაფასებენ. ჩემს გუნდს ბოლომდე ვენდობი, მაგრამ გარშემომყოფების აზრს ვერ შევცვლით. ბრძოლა შეგვიძლია, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა. „ლივერპულთან“ შეხვედრა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ და ამისთვის ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.
კლოპი - უდიდესი მწვრთნელია. მას აქვს გამოცდილება და „ლივერპულში“ კოლოსალური სამუშაო შეასრულა. თუმცა, ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარეები.
„ლივერპულის“ დანაკლისი? არამგონია, რომ ეს მათთვის პრობლემად იქცეს, რადგან მათ სხვა ფეხბურთელებიც ჰყავთ. ჩვენც ბევრი დავკარგეთ, მაგრამ გუნდურად ძლიერები ვართ. ვიღაც მუდამ დაგაკლდება.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Mundo Deportivo.