ავტორიზაცია

ჰოჯსონი: "ზაჰამ იცის, რისი გაკეთება სურს და სად უნდა თამაში"

ჰოჯსონი: "ზაჰამ იცის, რისი გაკეთება სურს და სად უნდა თამაში"
თარიღი 05 აპრ 2021, 18:35

„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა, უილფრიდ ზაჰას მომავალზე ისაუბრა.

„მან ტრავმის გამო იმაზე მეტი მატჩი გამოტოვა, ვიდრე წინა წლებში. ეს ჩვენთვის დარტყმად იქცა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 9 მატჩში ის ფორმაში იქნება.

როგორც ჩანს, ზაჰამ იცის, რისი გაკეთება სურს და სად უნდა თამაში. იმედი გვაქვს, რომ „კრისტალ პალასს“ უახლოეს მატჩებში სარგებელს მოუტანს. იმაზე, თუ რა ელის მას მომავალში, მხოლოდ სეზონის ბოლოს შევიტყობთ ინფორმაციას.“ - ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Goal.com.

დღეს, 5 აპრილს, „კრისტალ პალასი“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება.