"ზედაც კი არ შემომხედა", - ატალანტას ფეხბურთელმა გაიხსენა, როგორ მიიღო უარი რონალდუსგან
„ატალანტას“ ფეხბურთელმა, რობინ გოსენსმა, კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი უსიამოვნო ისტორია გაიხსენა.
წინა სეზონის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, როცა „ატალანტამ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა, გოსენსმა კრიშტიანუ რონალდუს მაისურების გაცვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
„იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, შევეცადე ოცნება ამესრულებინა და რონალდუს მაისური მიმეღო. საფინალო სასტვენის გაჟღერებისთანავე, გუნდთან ერთად ტრიბუნებისკენ გამარჯვების აღსანიშნავადაც არ წავედი... თუმცა, რონალდუმ უარი მითხრა.
მას ვკითხე; „კრიშტიანუ, შეგიძლია შენი მაისური მომცე?“ მან ზედაც არ შემომხედა, უბრალოდ ცივი უარი მითხრა.
განადგურებული ვიყავი, თავჩაღუნული წამოვედი და თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი. იცით, როცა ასეთი რაღაც ხდება, გარშემო იყურები, ვინმემ ხომ არ შეამჩნია. თავი ზუსტად ასე ვიგრძენი.“ - აღნიშნა გოსენსმა.